Belive

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების გამო, შესაძლოა ჯორჯინა არაბული კანონით დაისაჯოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს მეწყვილის ჯორჯინა როდრიგესის ახალმა ფოტოებმა საუდის არაბეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფეხბურთელის შეყვარებულმა კანონი დაარღვია.

საუდის არაბეთში მოქმედებს კანონი, რომელიც ქალბატონებს სოციალურ ქსელში მათი ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა როდრიგესის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს 2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუს პარტნიორმა ეს სურათები საკუთარ სახლში გადაიღო, მაინც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიშტიანუ და ჯორჯინა არაბული კანონების საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. როგორც მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში აკრძალულია მამაკაცისა და ქალბატონის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება თუ ისინი დაქორწინებულნი არ არიან. ვინაიდან, კრიშტიანუ და ჯორჯინა ცოლ-ქმარნი არ არიან მათ ამ კანონის დარღვევა უწევთ. თუმცა, ადგილობრივმა მთავრობამ წყვილისთვის გამონაკლისი დაუშვა და ერთად ცხოვრების უფლება მისცა.

სხვა სტატიები