Belive

სოსო ფრუიძის დაბრუნება - წყალტუბოს სამგურალს ახალი მწვრთნელი ჰყავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - იმერულ კლუბს სოსო ფრუიძე გაწვრთნის. საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბში ფრუიძეს აქამდეც უმუშავია - ის წყალტუბოელებს სათავეში 1994 წელს და 1995/96 წლების სეზონში თავკაცობდა. სოსო ფრუიძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ქუთასისის ,,ტორპედოში", "სამტრედიასა" და ,,ბორჯომში" უმუშავია, საუკეთესო პერიოდი კი საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად ჰქონდა, სადაც 12 წელი გაატარა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა და ევროტურნირებზე რეგულარულად, თანაც დამაჯერებლად გამოსვლა მოახერხა და ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც შემატა. 2020 წლის გაზაფხულზე, ფრუიძე თბილისის "ლოკომოტივში" დაინიშნა, თუმცა გუნდი ორი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დატოვა. რამდენიმე დღის წინ, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება უჩა სოსიაშვილმა მიიღო, რომელმაც “სამგურალი” 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა, როცა გუნდი რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ეროვნულ ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2020 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც პენალტების სერიაში “გაგრასთან” დამარცხდა.

სხვა სტატიები