Belive

საბურთალოდან მეშვიდე ფეხბურთელი წავიდა - მოლდოველი უკრაინაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის სეზონში, თბილისის "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი მოლოდველი ნახევარმცველი, დმიტრი მანდრიჩენკო გახლდათ, რომელმაც საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული დატოვა. ამის შესახებ თავად "საბურთალოს" ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილი იმ უკრაინული კლუბის ოფიციალური გვერდისგან გახდა, რომელშიც 24 წლის ფეხბურთელი ითამაშებს. კონკრეტულად, საუბარი "ინჰულეცზეა", რომელთან კონტრაქტსაც მანდრიჩენკომ ხელი ოფიციალურად მოაწერა. დმიტრი მანდრიჩენკომ "საბურთალოში" 2021 წლის სეზონში ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.  

სხვა სტატიები