Belive

სონის სამაგალითო საქციელი, რომლის შემდეგაც ის სამშობლოში გაცილებით დიდ სიყვარულს მოიპოვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის აპრილის დასაწყისში, სამხრეთ კორეას თავს დიდი უბედურება დაატყდა. განვონის პროვინციასთან მომხდარმა ხანძარმა დაწვა 525 ჰექტარი და 200-მდე სახლი, დაიღუპა 2 ადამიანი, სახლ-კარის გარეშე კი 1000-მდე ოჯახი დარჩა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეით კორეის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა, ჰეუნგ მინ სონმა ხანძრისგან დაზარალებულთათვის 100 000 ევრო გადარიცხა. "მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვარ, ყოველთვის ვიცი, თუ რა ხდება ჩემს სამშობლოში. ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. თანხას მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ დაზარალებულთათვის ყველამ რაღაც გავაკეთოთ," - განაცხადა სონმა.

სხვა სტატიები