Belive

სომეხი ფეხბურთელი: "გიორგი მიქაუტაძის კარიერაზე უარს არ ვიტყვი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომხეთის ნაკრების წევრს, გორ მანველიანს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის საფრანგეთში, "ნანტის" აკადემიაში აღიზარდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა, ორივე ქვეყნის მოქალაქე გახდა, სომხეთის ნაკრების მაისურიც მოირგო და ამჟამად, კონფერენს ლიგაზე მოთამაშე "ნოას" შემადგენლობაში თამაშობს.

22 წლის ფეხბურთელის კარიერის განვითარება, გიორგი მიქაუტაძის საწყის ნაბიჯებს გარკვეულწილად ჰგავს, რის გამოც footboom1-მა ვრცელ ინტერვიუში მას ასეთი შეკითხვა დაუსვა: "თვლი თუ არა, რომ ახალი გიორგი მიქაუტაძე ხარ?".

სომხეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეკითხვას ასე უპასუხა: "გიორგი მიქაუტაძის კარიერაზე უარს არ ვიტყვი. ის თავდამსხმელია, ამიტომაც სომხეთში ჰენრიხ მხითარიანს უფრო მადარებენ და ამ კონტექსტში მასთან პარალელს ავლებენ. ის მართლაც ქვეყნის ყველაზე დიდი ვარსკვლავი და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია".

"ნოას" მთავარი მწვრთნელი, გორის "დილას" ყოფილი თავკაცი, პორტუგალიელი, რუი მოტაა. ასევე, ამ გუნდის წევრი გახლავთ თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამო თბილისში" თამაშის გამოცდილების მქონე, მაროკოელი შემტევი ნახევარმცველი, ულად ომარ იმრანი. 7 წლის წინ დაარსებული გუნდი ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში სადებიუტოდ მოხვდა და "მლადა ბოლესლავთან" 3 ქულის მოპოვებაც შეძლო.

სხვა სტატიები