საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ ბაქოს "ნეფთჩიში" გადაბარგების შემდეგ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
30 წლის უკანახაზელმა ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში გააკეთა და "კაპაზის" კარის აღება მოახერხა.
კვირკველიას ახალი კლუბის მაისურით უკვე 5 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, შემდეგი მატჩი კი გუნდს 20 აგვისტოს, დავით ვოლკოვის "საბაჰის" წინააღმდეგ ჩაატარებს.