Belive

სნეიდერმა დაასახელა გუნდი, რომელსაც ბავშვობაში გულშემატკივრობდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის ბავშვობის საყვარელი გუნდი მადრიდის ,,რეალი'' იყო. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განაცხადა:

,,ბავშვობაში რეალს ვქომაგობდი! ეზოში რაულის ფორმა მეცვა, შემდეგ კი ერთად ვთამაშობდით... ეს დაუჯერებელია!

ჩემი მთელი ოჯახი რეალს გულშემატკივრობს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს მამაჩემი ძალიან ნერვიულობდა, მე ვუთხარი, რომ ადვილად მოვიგებდით, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს? თანამედროვე ფეხბურთში ათიანები აღარ არიან, მაგრამ ლუკა მოდრიჩს აქვს საჭირო ხედვა და ნიჭი იმისთვის, რომ საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო იყოს.'' - ვესლი სნეიდერი

სნეიდერი ,,რეალში'' 2007-2009 წლებში თამაშობდა. ნიდერლანდელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ლა ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები