სმარტფონის დამტვრევის შემდეგ, რონალდუმ გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე დაპატიჟა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
Ronaldo smashing someone’s phone at full time 🤣🤣 EFC pic.twitter.com/nw0XIK2enR
— EvertonHub (@evertonhub) April 9, 2022
ინციდენტის შემდეგ, 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.
"ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან რთულია ემოციების შეკავება. მიუხედავად ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მომთმენები, პატივი ვცეთ სხვა ადამიანებს და ვიყოთ მისაბაძი მაგალითები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ეს თამაში უყვართ. ჩემი ბრაზისთვის, ბოდიშს ვიხდი და ფეარ-პლეისა და სპორტსმენობის ნიშნად, მსურს, რომ გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე დავპატიჟო", - ვკითხულობთ მის პოსტში.
"გუდისონ პარკზე" "მანჩესტერმა" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა: "ევერტონს", რომელიც მე-17 პოზიციას იკავებს, "წითელმა ეშმაკებმა" კარში სულ 4-ჯერ დაურტყეს და ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ამ შედეგით, ბოლო 7 მატჩში, რალფ რანგნიკის შეგირდებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული (3 ფრე, 3 მარცხი), ბოლო 3 მატჩში 1 გოლი აქვთ გატანილი, პრემიერ ლიგაში კი მე-7 ადგილს იკავებენ.
"გოლები ვერ გაგვაქვს, საგოლე შანსებსაც კი არ ვქმნით. არც კი ვიცი რა ვთქვა, ფაქტია რომ საკმარისად კარგად არ ვთამაშობთ", - თქვა მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ.