Belive

სლოვანმა კლაკსვიკი დაამარცხა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრატისლავის "სლოვანმა", რომელშიც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მე-5 ტურის მატჩში ფარერების "კლაკსვიკი" 1:2 დაამარცხა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს.

შეხვედრაში თავდაპირველად მე-17 წუთზე მიკელსენის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ სლოვაკურმა გუნდმა მალევე იურაი კუცკას გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 62-ე წუთზე კი სლოვაკმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა. ბრატისლავის "სლოვანმა" ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, ჯერ- ჯერობით მე-2 ადგილზეა, შემდეგ ტურში კი "ლიუბლიანას" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ექნება, თუკი ჯგუფის ლიდერი ფრანგული "ლილი" "კლაკსვიკს" ვერ დაამარცხებს.

სხვა სტატიები