Belive

გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა კაირათთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კაირათმა სლოვან ბრატისლავას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

65-ე წუთზე სლოვანის ნახევარმცველმა, რაჰიმ იბრაჰიმმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა - დასტან სატპაევმა თერთმეტმეტრიანით ისარგებლა და ყაზახურ კლუბს მოაგებინა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 12 აგვისტოს, სლოვაკეთში გაიმართება.

სხვა სტატიები