Belive

სლოტი: ,,პსჟ ყველაზე სრულყოფილი გუნდია მათ შორის, ვისაც ვეთამაშეთ''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,პსჟ-ს თამაში არ გამკვირვებია, მათი არაერთი მატჩი ვნახე და ამ გუნდის ინტენსივობით გაკვირვებული დავრჩი. გასულ ოთხშაბათს, ზოგმა თქვა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მეტოქემ ითამაშა საოცრად კარგად. ვფიქრობ, მეტი შეგვიძლია და იმაზე უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე წინა შეხვედრაში ვიყავით. ხვალ სწორედ ეს უნდა ვაჩვენოთ.

პსჟ ყველაზე სრულყოფილი გუნდია მათ შორის, ვისაც ამ სეზონში ვეთამაშეთ. რა თქმა უნდა, დავუპირისპირდით არსენალს, რეალს, მანჩესტერ სიტის, მაგრამ ის ხარისხი, რაც პარიზელებს აქვთ, გასაოცარია. მათ ჰყავთ უამრავი მაღალი კლასის ფეხბურთელი და დიდებული მწვრთნელი. სწორედ ამიტომ, ხვალ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ, ამას ვცდილობდით პარიზშიც და დაცვაში ასე ღრმად თამაში განზრახული არ გვქონია. ახლა გვინდა, რომ განსხვავებული თამაში იყოს, მიზანი კი იგივეა.'' - არნე სლოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' ესტუმრება. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდების პირველი მატჩი ,,მერსისაიდელთა'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები