პირველად 40 წლის შემდეგ და მეორედ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში...
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ეს გამარჯვება ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება. გარდა ამისა, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში მეორე ფრანგული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პენალტების სერიაში გაიმარჯვა - ეს ყველაფერი კი 40 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
პირველი ფრანგული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება შეძლო "ბორდო" იყო - მათ, 1985 წლის მარტში "დნიპრო" დაამარცხეს.
40 - Paris est la 2e équipe française à se qualifier en C1 à l'issue d'une séance de tirs au but, 40 ans après Bordeaux contre le FC Dnipro en mars 1985. Les clubs tricolores restaient sur 4 éliminations successives, qualifications inclues. Libération.#LIVPSG pic.twitter.com/fU90n1PVqZ
— OptaJean (@OptaJean) March 11, 2025
,,პსჟ-ს'' მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' შეხვედრაში გაირკვევა. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ბირმინგემელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.