ლივერპული ლიდსთან დამარცხდა - მამარდაშვილმა 4 გოლი გაუშვა
ლივერპულმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მესამე მატჩი ჩაატარა და ლიდსთან 2:4 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. მერსისაიდულმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ნახევარი 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო კიდეც, პირველი გოლი მე-7 წუთზე ლუკ ჩემბერსმა გაიტანა, ხოლო უპირატესობა ორამდე მე-40 წუთზე ფლორიან ვირცმა გაზარდა.
მეორე ტაიმში ლივერპულისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა და მე-60 წუთიდან 4 გოლი გაუშვეს. 25-წუთიან მონაკვეთში ჯერ ბრენდენ აარონსონმა გაიტანა, დომინიკ კალვერტ-ლევინმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლიც შონ ლონგსტაფის ანგარიშზეა.
გიორგი მამარდაშვილს შეხვედრაში 3 მოგერიება ჰქონდა, ის ბურთს 33-ჯერ შეეხო, 22 გადაცემიდან 15 ზუსტად შეასრულა (68%).
ქართველი მეკარის შეფასება:
Flashscore: 5.5
Sofascore: 5.9
ლივერპულის მომდევნო შეხვედრები ასე გამოიყურება:
9 აგვისტო - მონაკო
16 აგვისტო - კომო