Belive

Sky Sports: "ლუკაკუ ნაპოლიში სამედიცინო შემოწმებას 28 აგვისტოს გაივლის"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლისა" და რომელუ ლუკაკუს შორის შეთანხმება შედგა. ბელგიელი ვარსკვლავისა და "პარტენოპეის" წარმომადგენლებმა დეტალები სრულად შეათანხმეს და კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა, რომელსაც ბელგიელი ფორვარდი ხელს 28 აგვისტოს მოაწერს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული გამოცემები და ჟურნალისტები ავრცელებენ.

ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლის" მესვეურები მზად არიან, რომ ფეხბურთელს კონტრაქტზე ხელი სრულად დღეს მოაწერინონ, ამიტომ ლუკაკუს სამედიცინო შემოწმების ტესტები უკვე დაჯავშნილია.

ლუკაკუ 'ნაპოლიში' 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსიდან" გადავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომელუ ლუკაკუს შეძენა აურელიო დე ლაურენტისს, ანტონიო კონტემ სთხოვა.

"ნაპოლი" გახდება მესამე იტალიური კლუბი, რომელშიც ლუკაკუ ითამაშებს. კარიერის განმავლობაში ბელგიელი შემტევი "ინტერსა" და "რომაში" ასპარეზობდა. 2023/24 წლების სეზონში, ლუკაკუმ "რომას" მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში, 13 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები