ბოლტონის ფეხბურთელმა დაცემინების დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბოლტონის" 26 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა - ვიქტორ ადებოიეხომ ძლიერი ცემინების გამო ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, ამის შესახებ კლუბის მწვრთნელმა - იან ევატმა ისაუბრა.
"მას საკმაოდ მძიმე ცემინება ჰქონდა და ეს მას აწუხებდა. სამწუხაროდ ღამე მას ცემინება გაუწმვავდა, რის გამოც ერთ-ერთი დაცემინების დროს ზურგის ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩში დაგვაკლდება.
მან იგრძნო ტკივილი ნეკნებს შორის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ ხრტილოვანი ან კუნთოვანი პრობლემაა, მაგრამ სანამ კარგად არ დავაკვირდებით ანალიზის პასუხებს, ჩვენ არ ვიცით, თუ როდის დაგვიბრუნდება იგი.
სამომავლოდ გვეცოდინება, რომ როდესაც ფეხბურთელები დააცემინებენ, ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს...
შეიძლება ეს უცნაური და ძალიან სახალისო მიზეზია, თუმცა რეალობა ეს არის." - იან ევატი
ვიქტორ ადებოიეხო "ბოლტონის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, რა დროშიც მან 57 მატჩი გამართა და 14-ჯერ შეძლო გოლის გატანა.