Belive

Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის "იუვენტუსიდან" დაითხოვეს, იტალიურ მედიაში "ზებრების" ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის ლეგენდის დანიშვნას აპირებენ. პირლო, რომელიც 2011-15 წლებში სწორედ "ბებერი ქალბატონის" მაისურს ირგებდა, აგვისტოდან "ბიანკონერის" 23-წლამდელთა გუნდში მუშაობას შეუდგა. ტურინიდან სარი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან, "ლიონთან" გამოეთიშა.  

სხვა სტატიები