Belive

მაურიციო სარიმ საუდის არაბეთში გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს უპასუხა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლაციოს მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი საუდის არაბეთში პოტენციური გადასვლის შესახებ სპეკულაციებს თავისი განუმეორებელი სტილით პასუხობს. მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა მსოფლიო ვარსკვლავების დამატებითაა დაკავებული, სარისაც რეგულარულად უკავშირებენ საუდის არაბეთს. ჩელსის ყოფილ მწვრთნელს, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ პენსიაზე გასვლა ლაციოში სურს, კიდევ ერთხელ ჰკითხეს იმის შესახებ, რომ შეიძლება საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდი ჩაიბაროს, იტალიელმა სპეციალისტმა კითხვას სხარტად და ირონიულად უპასუხა:

საუდის არაბეთი? იქ მოწევა შეიძლება? თუ კი, მაშინ ვნახოთ (ხუმრობით). დღეს ამაზე ფიქრის დრო არ არის, თუ ჩემს მომავალს შევაფასებ, ვიტყვი რომ ლაციოს მწვრთნელობა მინდა. ეს არის პროექტი, რომლისაც ლოტიტოს სჯერა (კლაუდიო ლოტიტო - ლაციოს მფლობელი) - მაურიციო სარი

ლაციოს სერია A-ში ცუდი სეზონი აქვს, დედაქალაქური კლუბი, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს და უკვე 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ ინტერს. ჩემპიონთა ლიგაზე საქმე უკეთ არის, ნიდერლანდების ჩემპიონ ფეინოორდთან 1-0 მოგებით, ლაციო ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ ატლეტიკოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები