სკოტ პარკერმა ბარნლი დატოვა - მწვრთნელობის მთავარი ფავორიტი სტივენ ჯერარდია
45 წლის ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა - სკოტ პარკერმა, ბარნლი ოფიციალურად დატოვა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ ტურში ბარნლი მანჩესტერ სიტისთან 0:1 დამარცხდა, რითაც კლუბი პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად გავარდა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ამ მატჩებში კი ბარნლის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს - მაიკლ ჯექსონი შეითავსებს, რომელიც სკოტ პარკერის თანაშემწედ მუშაობდა.
All Change at Burnley as Scott Parker Leaves His Position as Manager & is Replaced by Caretaker Michael Jackson on an Interim Basis! 🕺💜 pic.twitter.com/IsHQZvzIpq
— FootballingGods • Football • Fútbol • Soccer (@footballinggod5) April 30, 2026
ბრიტანულ მედიებში აქტიურად იწერება, რომ ბარნლიმ უკვე დაიწყო აქტიური ფიქრი იმის შესახებ, რომ კლუბში საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი მოიყვანონ, რადგან მათ მომავალ სეზონში წარმატებული ასპარეზობა და კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნება აქვთ გეგმაში.
ამ წუთის მონაცემებით, ბარნლის მომავალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ფავორიტი - სტივენ ჯერარდია, რომელიც 2025 წლის შემდეგ უსამსახუროდაა დარჩენილი. ასევე განიხილება კრეიგ ბელამიც კანდიდატურაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჯერარდთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
🚨 Things are speeding up at Burnley FC!
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) April 28, 2026
🟣🏴 Clarets have entered talks with Steven Gerrard’s representatives to make the Reds legend their new head coach.
🟢 Englishman has given the green light to move forward…
⏳ Wait&See… #mercato #twitterclarets pic.twitter.com/obVjnx52KZ
სტივენ ჯერარდმა სამწვრთნელო კარიერა 2017/2018 წლებში დაიწყო, სადაც ლივერპულის U18 და U19 გუნდებს წვრთნიდა. მას შემდეგ უკვე პროფესიონალურ ფეხბურთში გადაინაცვლა, როდესაც 2018-2021 წლებში რეინჯერსი ჩაიბარა და კლუბთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონიც გახდა (2020-2021), რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერში ტიტულია.
შემდეგ იყო ერთი სეზონი ასტონ ვილაში, სადაც კლუბი 40 მატჩში გაწვრთნა და ცუდი სტატისტიკის გამო (13 მოგება, 8 ფრე, 19 წაგება) კლუბიდან გააგდეს.
ამის შემდეგ ლეგენდარულმა სტივი ჯიმ საუდის არაბეთს, კერძოდ კი ალ ეტიფაქს მიაშურა, სადაც 2 სეზონის განმავლობაში იმუშავა, თუმცა მას წარმატებული სეზონი არ ჰქონია და ამის გამო, 2025 წელს მას კონტრაქტი გაუწყვიტეს.
საინატერესოა შედგება თუ არა ბარნლისა და სტივენ ჯერარდს შორის მოლაპარაკება, თუმცა როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, ჯერარდი მზად არის ბარნლის ჩასაბარებლად...