სკალონი: ,,აქ იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ვაკრიტიკო''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, პარაგვაისთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,აქ იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ვაკრიტიკო. მათ გვერდში უნდა დავუდგე. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ახლა გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში ახალწვეულად ითვლება.
პირველ ნახევარში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მე-2 ტაიმის სტარტზევე გაშვებულმა გოლმა ყველაფერი გაართულა. უნდა მივულოცოთ მეტოქეს, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავდა.
ახლა იმედი გვაქვს, რომ წარმატების გზას დავუბრუნდებით. გავაანალიზებთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთ.'' - ლიონელ სკალონი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურში არგენტინის ეროვნული ნაკრები პარაგვაისთან სტუმრად 1:2 დამარცხდა.
11 ტურის შემდეგ, ,,ალბისელესტე'' 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. სკალონის გუნდი მომავალ მატჩს 20 ნოემბერს, პერუს წინააღმდეგ გამართავს.