Belive

სიტის გენერალური დირექტორი რეალის მხრიდან ჰოლანდით დაინტერესებას გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' გენერალურ დირექტორს, ფერან სორიანოს, მომავალში ერლინგ ჰოლანდის მადრიდის ,,რეალში'' შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს:

,,ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში ძალიან ბედნიერია!

მან ჩვენთან ერთად წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და ვფიქრობ, აქ კიდევ დიდ ხანს დარჩება!'' - ფერან სორიანო

რამდენიმე დღის წინ, ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ,,რეალი'' მომავალ ზაფხულს ,,სიტისთვის'' ჰოლანდის სანაცვლოდ 174 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებდა.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელი თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები