Belive

"სიტის დასჯა სურთ, მაგრამ არაფერი დაგვიშავებია" - პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემას შეეხო და აღნიშნა, რომ "სიტისა" და "ევერტონის" გარშემო განვითარებული მოვლენები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

"ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური დარღვევები არ აქვს და გუნდის დასჯა წარმოუდგენელია.

"მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ წარმოებული 115 შემთხვევის შესახებ, ჩემი შეხედულება არ შემიცვლია. "ევერტონი"? ეს ორი რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა. ვგრძნობ, რომ ხალხს ჩვენი დასჯა სურს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უდანაშაულონი ვართ. -

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგაში ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის, "ევერტონს" 10 ქულა დააკლდა.

სხვა სტატიები