სიტიმ საჩემპიონო ზეიმისას სასმელებზე £47, 000 დახარჯა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" დამარცხებით "სიტიმ" ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გარდა იმისა, რომ "ქალაქელებმა" ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვეს, მათ შეძლეს და ტრებლიც მოიგეს. აღნიშნული შედეგი ინგლისში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰქონდა დაფიქსირებული.
"ქალაქელებმა" ეს მიღწევა სათანადოდაც აღნიშნეს. ზეიმის მთავარი მოქმედი პირი ჯეკ გრილიში იყო, რომელსაც აშკარად დიდი რაოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.
How can you not love Jack Grealish!? 🤣 pic.twitter.com/6wwbiBERgX
— 𝐂𝐚𝐬𝐮𝐚𝐥 𝐔𝐥𝐭𝐫𝐚 𝐎𝐟𝐟𝐢𝐜𝐢𝐚𝐥 (@thecasualultra) June 15, 2023
საჩემპიონო ზეიმისას "მანჩესტერ სიტიმ" სასმელებში არც მეტი, არც ნაკლები £47, 000 დახარჯა. საინტერესოა აქედან რამდენი დაიხარჯა ჯეკ გრილიშის სასმელებში?
აღსანიშნავია, რომ "სიტის" ევრო სარბიელზე კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევს. ევროპის სუპერ თასისთვის ბრძოლაში ისინი "სევილიას" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ათენში 16 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართბა.