Belive

ომარ მარმუში: "ეგვიპტე ჯერ აფრიკის თასს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტისა და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევმა - ომარ მარმუშმა, აფრიკის თასის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ის და მისი ნაკრები, მზად არიან აფრიკის თასის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად.

მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ბულინგი მოჰყვა.

"მოუთმენლად ველოდებით აფრიკის თასის დაწყებას, რადგან ჩვენ კარფ ფორმაში ვიმყოფებით და საკუთარი თავის რწმენა გვაქვს.

რეალურად მიგვაჩნია, რომ აფრიკის თასის მთავარი ფავორიტები ვართ და ამ ტიტულის მოგებას შევძლებთ, ამის შემდეგ კი 2026 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრებით, სადაც მსოფლიო ჩემპიონატსაც მოვიგებთ.

მოთამაშეებით, გუნდით, ხარისხით, რაც გვყავს და როგორიცაა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები, ჩვენ აფრიკის საუკეთესო გუნდი ვართ." - ომარ მარმუში

აფრიკის თასი 21 დეკემბერს აიღებს სტარტს და 16 იანვარს დასრულდება. ეგვიპტის ნაკრები აფრიკის თასის გათამაშებაში B ჰგუფში მიიღებს მონაწილეობას, სადაც: ანგოლას, სამხრეთ აფრიკასა და ზიმბამბვეს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ეგვიპტელები 2026 წლის მუნდიალზე G ჯგუფში იბრძოლებენ, მათი მეტოქე კი: ბელგია, ირანი და ახალი ზელანდიის ნაკრებები იქნებიან.

სხვა სტატიები