Belive

სიტი მძიმე სასჯელის მოლოდინში - პრემიერ ლიგამ კლუბს 115 დარღვევა დაუფიქსირა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ევერტონის" დასჯის შემდეგ, პრემიერ ლიგამ "სიტის" ფინანსური დარღვევები გამოიკვლია და ფინანსური რეგულაციების 115 დარღვევა დააფიქსირა (2018 წლიდან დღემდე). ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" ავრცელებს.

ამის შესახებ პრემიერ ლიგის მესვეურებმა ბრიტანეთის სასამართლოს მიმართეს. პრემიერ ლიგის მესვეურების თქმით, მანჩესტერულ კლუბს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი დარღვევა აქვთ, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დადასტურდება და კლუბი ძალიან მკაცრად დაისჯება.

პრემიერ ლიგისა და მანჩესტერ "სიტის" სასამართლო 2024 წლის იანვარში გაიმართება, განაჩენი კი 2025 წლის ზაფხულამდე გამოცხადდება. ამ ფაქტის შესახებ "სიტი" რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს.

ბრალდებები მოიცავს ფინანსურ ანგარიშგებაზე პრეტენზიებს და პრემიერ ლიგის გამოძიებასთან თანამშრომლობის ნაკლებობას, რომელიც 2018 წელს დაიწყო.

"ევერტონს" ფინანსური წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს მარტში, ერთი თვის შემდეგ, როდესაც "სიტის" ბრალდებების შესახებ გამოცხადდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში ლივერპულულ კლუბს 10 ქულა ჩამოაკლეს.

საინტერესოა თუ როგორ მოგვარდება ეს ფაქტი და აგებენ თუ არა "სიტის" მესვეურები ჩადენილ დანაშაულებზე ბრალს.

სხვა სტატიები