Belive

სიტი დე ბრუინის შემცვლელად ჯამალ მუსიალას განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი კევინ დე ბრუინი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიელი მოედანზე 4 თვის შემდეგ დაბრუნდება.

TheSecretScout-ის პოსტზე დაყრდნობით, "ქალაქელები" დე ბრუინის შემცვლელად ჯამალ მუსიალას განიხილავენ. ახალგაზრდა გერმანელი მანჩესტერული კლუბისთვის მთავარი სამიზნე იქნება. 

Transfermarkt-ის მიხედვით, მუსიალას ღირებულება დაახლოებით 87 მილიონი ფუნტია. თუ ბოლო წლების "სიტის" სატრანსფერო პოლიტიკას გადავხედავთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გუნდმა მუსიალაში 100 მილიონზე მეტიც გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ჯამალ მუსიალამ "ბაიერნის" მაისური 5-ჯერ მოირგო და ჯერ გოლი არ გაუტანია. ახალგაზრდა გერმანელის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა. 

სხვა სტატიები