Belive

სიტი და ჟირონა ერთი კომპანიის მფლობელობაშია: ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე დელიკატური სიტუაცია შეიქმნა, რადგან UEFA-ს წესდების მიხედვით, ერთი მფლობელობის ქვეშ მყოფ გუნდებს ტურნირზე ერთად თამაში არ შეუძლიათ. "ჟირონამ" ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია, მაგრამ ახლა არის რისკი, რომ თამაში აეკრძალოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს "მანჩესტერ სიტისაც".

საქმე იმაშია, რომ ჟირონა ეკუთვნის City Football Group-ს, კომპანიას, რომელიც უკვე დიდი ხანია აკონტროლებს მანჩესტერ სიტის. UEFA-ს წესდების მიხედვით კი აკრძალულია ისეთი კლუბების ერთად თამაში, რომელთა აქციებსა და ფასიან ქაღალდებს ერთი სუბიექტი ფლობს. არსებობს რამდენიმე გზა პრობლემის გადასაჭრელად (საკონტროლო პაკეტის გაყიდვა და სხვა...), მაგრამ ამ მომენტში სიტუაცია ასეთია:

კრიტერიუმების მიხედვით, ჟირონა გამორიცხული იქნება, რადგან პრიორიტეტი ენიჭება გუნდს, შიდა ჩემპიონატში საუკეთესო ადგილით. თუნდაც ჟირონამ და სიტიმ ჩემპიონატებში თანაბარი, მეორე ადგილები დაიკავონ, ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი მაინც "ქალაქელებს" დარჩებათ, რადგნ ინგლისი ესპანეთს რეიტინგით უსწრებს.

სხვა სტატიები