Belive

"სიტი ჩვენზე ბევრად უკეთესი იყო" - დანი კარვახალი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დასრულდა "მანჩესტერ სიტისა" და "რეალ მადრიდის" ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც "ქალაქელებმა" ანჩელოტის გუნდი 4:0 გაანადგურეს. ინგლისური კლუბი ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება, რომელიც 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.

შეხვედრა გვარდიოლას გუნდის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. "ეტიჰადის" ბინადრებმა მოწინააღმდეგე პირველ ტაიმში ბერნარდუ სილვას დუბლით დაამარცხეს. მეორე ნახევარში მადრიდელები თითქოს გამოფხიზლდნენ, თუმცა, ჯერ აკანჯიმ და მატჩის მიწურულს ხულიან ალვარესმა ყველაფერი დაასრულეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა შეხვედრის შემდეგ დანი კარვახალმაც.

"სიტი" ჩვენზე ბევრად უკეთესი იყო, ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ბევრს ვიშრომებთ, რომ ფინალში მალე გვიხილოთ." - განაცხადა კარვახალმა.

სხვა სტატიები