Belive

"სირცხვილია, ასე მოქცევა არ შეიძლება" - პოჩეტინომ ჩელსის ფეხბურთელები გააკრიტიკა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში, "ჩელსისა" და "ევერტონის" დაპირისპირება შედგა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ უხვგოლიან მატჩში, "ჩელსიმ" მეტოქე გაანადგურა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, პაურისიო პოჩეტინომ "ჩელსის" ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოედანზე მოხდა სირცხვილია.

"არისტოკრატებისთვის" მოვლენები თავიდანვე დადებითი სცენარით განვითარდა და "შესვენებაზე" ჩელსი 4-გოლიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა, ლონდონური კლუბს ფეხბურთელებმა მაინც შეძლეს და ერთმანეთში იჩხუბეს. დაპირისპირების მიზეზი კი 61-ე წუთზე, "ევერტონის" კარში დანიშნული პენალტი გახდა...

თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად, ბურთთან თავიდან მადუეკე მივიდა, რომელსაც წინააღმდეგობა ჯექსონმა გაუწია და ბურთის წართმევა სცადა. წყვილის დაშოშმინება ტიაგო სილვამ სცადა, შემდეგ კი გუნდის კაპიტანი კონორ გალაჰერიც გამოჩნდა, რომელმაც ბურთი კოულ პალმერს გადასცა. აღნიშნულმა ეპიზოდმა მადუეკესა და ჯეკსონის კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უსიამოვნო სცენა იხილა. საბოლოოდ, პენალტი პალმერმა გაიტანა, პოკერი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ერლინგ ჰოლანდს (20) გაუთანაბრდა.

პენალტების შემსრულებელი პალმერია. ეს აღარ განმეორდება, ასეთი ბავშვური საქციელი მიუღებელია. სირცხვილია! ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, როდესაც მათგან ასეთ საქციელს ავიტან - ეს ხუმრობა არაა. კიდევ ერთხელ და მკაფიოდ: კოულ პალმერი პენალტების შემსრულებელია. - მაურისიო პოჩეტინო

სხვა სტატიები