ევერტონმა შონ დაიჩი გაათავისუფლა, ცნობილია თუ ვინ ჩაანაცვლებს მას
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბმა, "ევერტონმა" დაადასტურა, რომ შონ დაიჩი გუნდმა გაათავისუფლა, მასთან ერთად კლუბი დატოვეს იან ვუანმა, სტივ სტოუნმა, მარკ ჰოვარდმა და ბილი მერსერმა.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე მიმდინარეობს ახალი მწვრთნელის დანიშვნის პროცესები. დროებით კლუბს 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ლეიტონ ბეინსი უხელმძღვანელებს.
შონ დაიჩი "ევერტონში" 2023 წლიდან მუშაობდა, მის ანგარიშზე კი 83 ჩატარებული შეხვედრაა აქედან კლუბმა 26 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 33-ში დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში "ევერტონი" 17 ქულით, მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
Club statement.
— Everton (@Everton) January 9, 2025
შონ დაიჩის გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა ბევრი ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ინგლისელი სპეციალისტი, ყველაზე რეალური კი ამ დროისთვის ჯერჯერობით დევიდ მოიესია, რომელიც უკლუბოდაა და დიდი შანსია სწორედ ის გახდეს "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი. აქვე გეტყვით, რომ მოიესი "ევერტონს" 11 წლის განმავლობაში წვრთნიდა (2002-დან 2013 წლამდე).
Everton considering David Moyes as replacement for sacked Sean Dyche
— Telegraph Football (@TeleFootball) January 9, 2025
✍️ @mcgrathmike and @SamWallaceTel#TelegraphFootball