გრიზმანი: "ხალხს ეგონა ბარსაში ფულის გამო წავედი - ატლეტიკოში მეტს ვშოულობდი"
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ანტუან გრიზმანი, რომელიც მადრიდის ატლეტიკოსთან ასოცირდება, 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება ბარსელონაში გადასულიყო. კატალონიელებმა ის მადრიდული კლუბისგან 120 მილიონ ევროდ შეიძინა და ფრანგი ფეხბურთელი დღემდე ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
ატლეტიკოში მეტს ვშოულობდი, ვიდრე ბარსაში. ხალხს ჰგონია, რომ ფულის გამო წავედი, მაგრამ ასე არ იყო. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. მინდოდა მესისთან და კრიშტიანუსთან ერთ მაგიდასთან ვმჯდარიყავი.
პირველივე წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ უნდა გადავსულიყავი. როდესაც დავბრუნდი, გულშემატკივრები განრისხდნენ და დღემდე მახსოვს, როგორ მისტვენდნენ „მეტროპოლიტანოზე“. მე უბრალოდ ვიფიქრე: „ჯანდაბა, მათ გული ატკინე, ამიტომ ჯობია ჩუმად იყო და იმუშაო“.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხალხს მხოლოდ ატლეტიკოში ვუყვარდი. ბარსელონაში არასდროს მქონია ასეთი სიყვარული და სითბო. - განაცხადა ანტუან გრიზმანმა
🇫🇷 Antoine Griezmann on why he left Atlético Madrid back in 2019:
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) May 13, 2026
🗣️ Griezmann: "I was earning more at Atlético than at Barça. People think I left for money, but that wasn't the case. I simply felt I needed to leave to learn new things; I wanted to sit at the same table as Messi… pic.twitter.com/gWeZHwkJFj
გრიზმანმა ბარსელონაში 2019/22 წლებში ითამაშა - ჩაატარა 74 მატჩი და 22 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში გრიზმანმა ატლეტიკოში 10 წელი გაატარა, სეზონის ბოლოს კი, თავისუფალი აგენტის სტატუსით ორლანდოში გადავა (MLS).