სიმეონე: ,,მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას გაყენებენ და ვერაფერს ამბობ''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ლივერპულთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა.
არგენტინელ სპეციალისტს მერსისაიდელთა მე-3 გოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტზეც ჰკითხეს, როცა ჩოლო ლივერპულის ქომაგებს დაუპირისპირდა:
,,სიმართლე ისაა, რომ ეს იყო შესანიშნავი მატჩი ფანტასტიკურ სტადიონზე, დიდებული გულშემატკივრების წინაშე. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თამაშს ჩვენთვის სასურველი ხასიათი ჰქონოდა. ვფიქრობ, სახიფათოები ვიყავით.
შეხვედრა კარგად ვერ დავიწყეთ, პირველი გოლის დროს არ გაგვიმართლა, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მეორე გოლი შესანიშნავი იყო. ამის შემდეგ მატჩში დაბრუნებაზე ზრუნვა დავიწყეთ. პირველ ტაიმში ლორენტეს გოლმა იმედები გაგვიჩინა. მეორე ნახევარში ტემპი ავამაღლეთ და ანგარიშიც გავათანაბრეთ, თუმცა ვან დაიკის გოლმა პირში მწარე გემო დაგვიტოვა.
ლივერპული მამაცი გუნდია, მათ ეს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშით დაამტკიცეს. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები დაგვეხმარნენ იმის გამოსწორებაში, რაც პირველ წუთებში მოხდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ასეთი შედეგი მივიღეთ.
მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტი? მთელი შეხვედრის განმავლობაში შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ვერაფერს ვამბობდი, რადგან მწვრთნელი ვარ. ჩემი პასუხი გამართლებული არ არის, მაგრამ, არ იცით, როგორია, როცა, 90 წუთის განმავლობაში, შეურაცხყოფას განუწყვეტლივ გაყენებენ. და რა თქმა უნდა, როცა მეტოქე გოლს გიტანს, შენ ტრიალდები, ქომაგები კი იმავეს განაგრძობენ და დაძაბულობის ფონზე ხდება ის, რაც მოხდა. იმედი მაქვს, ლივერპული ამის ჩამდენს იპოვის. სიშვიდე უნდა შევინარჩუნო და შეურაცხყოფა ავიტანო... - დიეგო სიმეონე
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპულმა ატლეტიკოს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. მერსისაიდელებმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანეს.
More angles of Diego Simeone's exchange with the Liverpool fans that led to his red card 🍿
— Football on TNT Sports (@footballontnt) September 17, 2025
📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/C3Ruz9tBvq