Belive

სიმეონე: ,,ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ვნახე''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, ჩვენი დაცვა ცოტათი შევასუსტეთ, რამაც არ იმუშავა. თუმცა, თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდებული გუნდის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს.

მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ბოლომდე ვეცადეთ და ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყოველთვის მოგება გვინდა, შეცდომებზე ვიმუშავებთ.

ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ვნახე, როცა მესიმ დრიბლინგი გოლით დაასრულა. ამიტომ, მიხარია, რომ ვითამაშე, თუმცა წაგებით უკმაყოფილო ვარ. - ჯოვანი სიმეონე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

5 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. ბოლო ტურში ,,პარტენოპეი'' უშუალო კონკურენტს, ,,ბრაგას'' უმასპინძლებს და თუ 2-ბურთიანი (ან მეტი) სხვაობით არ წააგებს, პლეი-ოფის საგზურს გაიფორმებს.

ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 3 დეკემბერს, სერია A-ში, ,,ინტერის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები