Belive

"სილესენმა უნდა იფრთხილოს" - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე მიჯრით მეხუთე შეხვედრაში კარის მშრალად შენახვას ახერხებს. 21 წლის ქართველი გოლკიპერი ლა ლიგის 30-ე ტურში, "კადისთან" საშინაო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარის კარგი თამაში ესპანურმა გამოცემებმაც დადებითად შეაფასეს. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური მედია-საშუალება as.com-ი მამარდაშვილის შესახებ წერს:
"ბორდალასს არჩევანის სრული თავისუფლება ჰქონდა, რადგანაც მას ყველა მეკარე მწყობრში ჰყავდა, თუმცა კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა კვლავაც გიორგი მამარდაშვილს ანდო. ქართველს მხარს ვუჭერთ და ვაფრთხილებთ სილესენს, რომელსაც "ლა კარტუხაზე" გასამართ ფინალამდე წინ 20 დღე აქვს, რათა მწვრთნელს აზრი შეაცვლევინოს. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ "ვალენსიამ" ის ონკანი გადაკეტა, საიდანაც მის კარში გოლები გადიოდა. ეს ის გამორჩეული შემთხვევა იყო, როცა "მესტალიას" თავისი მეკარის იმედი ჰქონდა".
გიორგი მამარდაშვილს 2021/22 წლების სეზონში უკვე ყველა ტურნირზე ჩატარებული 15 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 8-ში მან კარის მშრალად შენახვა მოახერხა, საერთო ჯამში კი 14 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები