შვედეთის მწვრთნელი: "ვერ გაიტან - გაგიტანენ, საქართველომ დამსახურებულად მოიგო"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და 1, 2 ან 3 გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი მეტოქემ გაგვიტანა. ფეხბურთში ასეა - თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ. შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ამის ხარჯზე იმარჯვა. გილოცავთ ამ გამარჯვებას. ამ მომენტითვის ჩემი გუნდის პრობლემებზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე საქართველოზე, რომელზეც გუშინ ვისაუბრე. მათ ძალიან ტექნიკური და კარგი შემადგენლობა ჰყავთ და დამსახურებულად გაიმარჯვეს", - თქვა იან ანდერსონმა.შემდეგ, თანაც წლის ბოლო და ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.