შტურმმა ზალცბურგი გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა?!
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ჩემპიონატის ლიდერების, "შტურმისა" და "ზალცბურგის" დაპირისპირება შედგა.
გრაცში გამართული მატჩი, მასპინძლების დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ "შტურმის" გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
"ზალცბურგის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში ლომის წილი ოთარ კიტეიშვილმა დაიდო, რომელმაც მართალია თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოიჩინა, მაგრამ 86 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
კიტეს კარგ თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია - sofascore-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.6 ქულით, ხოლო flashscore-მა 7.7 ქულით შეაფასა.
Das war eine perfekte Partie! Wir fügen den Gästen aus Salzburg die zweithöchste @OEFBL–Niederlage der Red Bull-Ära zu und behaupten die Tabellenführung! Einen schönen Sonntag noch, Schwoaze!🖤🤍 #sturmgraz #AdmiralBL #STURBS
— SK Sturm Graz (@SKSturm) October 6, 2024
____________
STU 5:0 RBS |⏱️90' pic.twitter.com/7nl8UjwOy3
ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში, "შტურმი" "გრაცერს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.