"ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური გამარჯვება მოვიპოვეთ" - ოთარ კიტეიშვილი
ავსტრიის ბუნდესლიგის გასული 2 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და შტურმის შეუცვლელი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი გატანილი გოლით დაბრუნდა.
პერსონალური მიზეზების (მამის გარდაცვალება) გამო, კიტეიშვილი საქართველოში იყო ჩამოსული და გრაცის შტურმს ევროპა ლიგის ეგიდით, რეინჯერსთან გასამართი მატჩის წინ დაუბრუნდა. კიტემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შტურმმა რეინჯერსი 2:1 დაამარცხა და სწორედ ქართველი ნახევარმცველი გახდა მეორე გოლის ავტორი.
მატჩის დასრულების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ემოციური და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
იმპროვიზებული გოლი გავიტანეთ და ამან ბრწყინვალედ იმოქმედა. იდეალური თაიმინგი, იდეალური პასი... ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური გამარჯვება იყო. - ოთარ კიტეიშვილი.
შტურმი მომდევნო დაპირისპირებას 5 ოქტომბერს, ალტახთან გამართავს, რის შემდეგაც, ოთარ კიტეიშვილი, ოქტომბრის მატჩებისთვის (ესპანეთი, თურქეთი) საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.