Belive

ევროპა ლიგა | იბერია 1999-ის მეტოქე ფინალურ მატჩში ცნობილია

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იბერია 1999 ევროპა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია, სადაც მისი მეტოქე გაირკვა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ 1/2-ფინალურ მატჩში, რეინჯერსმა პოლონური იაგიელონია ვერ დაამარცხა. გლაზგოში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა (2 მატჩის ჯამში 2:3) და იბერია 1999 ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად პოლონურ კლუბს დაუპირისპირდება.

ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა 20 აგვისტოს, პოლონეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 27 აგვისტოს, თბილისში შედგება.

იბერია 1999-სა და იაგიელონიას შორის გამარჯვებული ევროპა ლიგაზე ითამაშებს, დამარცხებული კი კონფერენს ლიგაზე მოხვდება. მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორია უკვე დაიწერა - იბერია 1999-მა ჩრდილო ირლანდიური ლარნეს დამარცხებით ევროტურნირის ძირითად ბადეში თამაში გაინაღდა, რაც უკანასკნელად 22 წლის წინ მოხდა, როდესაც დინამო თბილისმა უეფას თასზე ითამაშა.

სხვა სტატიები