შტურმმა მეორე მატჩიც წააგო | რა შეფასება დაიმსახურა ოთარ კიტეიშვილმა?
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში გრაცის ,,შტურმმა'' ,,ბრიუგეს'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
კიტემ Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება მიიღო. 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 68-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 7-დან 3 დუელი მოიგო და 50-დან 43 (86%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.3 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Whoscored-მა, 6.6-ით კი Flashscore-მა.
,,შტურმი'' ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 22 ოქტომბერს, ,,სპორტინგის'' წინააღმდეგ გამართავს.