შტურმი სელტიკთან დამარცხდა | ოთარ კიტეიშვილის შეფასება
ევროპა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში სელტიკმა გრაცის შტურმი 2:1 დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 45-ჯერ შეეხო, 37 გადაცემიდან 27 ზუსტად შეასრულა (73%) და 3-ჯერ კარისკენ დაარტყა.
ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.4
Flashscore - 6.4
Whoscored - 6.5
Das war heute leider um ein paar Prozent zu wenig, wir verlieren im Celtic Park mit 2:1. #sturmgraz #UEL #CELSTU
— SK Sturm Graz (@SKSturm) October 23, 2025
____________
CEL 2:1 STU |⏱️90+4' pic.twitter.com/maFyNwDAeU
გრაცის შტურმს ევროპა ლიგაზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და 36 გუნდიდან 26-ე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგის ეგიდით ვოლფსბერგერის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 26 ოქტომბერს ჩატარდება.