Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ბრანის წინააღმდეგ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ბოლო ტურში გრაცის შტურმმა ბრანი 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, ქართველმა ეს 85-ე წუთზე შეძლო, აქამდეც გაიტანა კიტემ გოლი, მაგრამ ის გაუუქმეს, საბოლოოდ მაინც მოახერხა და თავის გუნდს მოაგებინა.

ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა 10 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 71-ჯერ შეეხო, 46 გადაცემიდან 37 ზუსტად შეასრულა (80%) და 3-ჯერ კარში დაარტყა.

ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.7

  • Flashscore - 7.5

  • Whoscored - 7.7

გრაცის შტურმი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა, მათ 26-ე ადგილი დაიკავეს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ავსტრიის თასის ეგიდით ალტახის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 1 თებერვალს გაიმართება.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ევროპა ლიგის გათამაშებაში ქართველმა ნახევარმცველმა 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები