Belive

შოტლანდიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევრო 2024-ზე

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა 26-კაციანი განაცხადი წარადგინა

მეკარეები: ზანდერ კლარკი ("ჰართსი"), ანგუს განი ("ნორვიჩი"), ლიამ კელი ("მოზერველი")

მცველები: ლიამ კუპერი ("ლიდსი"), გრანტ ჰენლი ("ნორვიჩი"), ჯეკ ჰენდრი ("ალ-იტიფაქი"), როს მაკრორი ("ბრისტოლ სიტი"), სკოტ მაკკენა ("კოპენჰაგენი"), რაიან პორტუსი ("უოტფორდი"), ენტონი რალსტონი ("სელტიკი"), ენდი რობერტსონი ("ლივერპული"), გრეგ ტეილორი ("სელტიკი"), კირან ტირნი ("რეალ სოსიედადი")

ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი ("საუთჰემპტონი"), რაიან კრისტი ("ბორნმუთი"), ბილი გილმორი ("ბრაიტონი"), რაიან ჯეკი ("რეინჯერსი"), კენი მაკლინი ("ნორვიჩი"), ჯონ მაკგინი ("ასტონ ვილა"), კალუმ მაკგრეგორი ("სელტიკი"), სკოტ მაკტომინეი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

თავდამსხმელები: ჩე ადამსი ("საუთჰემპტონი"), ტომი კონვეი ("ბრისტოლ სიტი"), ჯეიმს ფორესტი ("სელტიკი"), ლუის მორგანი ("ნიუ-იორკ რედ ბულსი"), ლორენს შენკლენდი ("ჰართსი")

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, პირველ მატჩში გიბრალტარს 2:0 მოუგო, ხოლო შემდეგ ფინეთს დაუპირისპირდა და ამჯერად ფრე 2:2 დაფიქსირდა.

ევრო 2024-ზე შოტლანდიის ნაკრები A ჯგუფშია გერმანიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ერთად. სტივ კლარკის გუნდი პირველ შეხვედრას გახსნით მატჩში ჩაატარებს, ისინი 14 ივნისს მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდებიან, 19 ივნისს შვეიცარიას შეხვდება, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩი უნგრეთთან ექნებათ, რომელიც 23 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები