Belive

დე იონგი: "სევდიანი და იმედგაცრუებული ვარ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრენკი დე იონგმა ბოლო სამი თვის უმეტესი ნაწილი გამოტოვა, 21 აპრილს მან მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ელ კლასიკოში მხოლოდ 45 წუთის თამაში მოახერხა, მან კოჭი მარტის დასაწყისში "ატლეტიკის" წინააღმდეგ დაიზიანა და შემდეგ იყო ტრავმის რეციდივიც. ნიდერლანდელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ 27 წლის საკვანძო მოთამაშე გამოჯანმრთელებას მოასწრებდა და განაცხადშიც შეიყვანეს, თუმცა ყველაფერი მათთვის საუბედუროდ წარიმართა.

სევდიანი და იმედგაცრუებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვხვდები. ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრს ვაკეთებდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს კოჭს მეტი დრო სჭირდება აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის ევრო 2024-ის ფინალურ სტადიაზე წარდგენა ოცნება და უდიდესი პატივი იქნებოდა. მიდით, ბიჭებო! - წერს დე იონგი ინსტაგრამზე

ახლა დე იონგს მხოლოდ ის შეუძლია რომ "ბარსელონას" 2024-25 სეზონზე ფოკუსირდეს. წვრთნები ივლისში დაიწყება, ხოლო გუნდის ხელმისაწვდომი ნაწილი შეერთებულ თვის ბოლოს გაემგაზვრება, სადაც პირველ შეკრებას გაივლის.

სხვა სტატიები