შოთა არველაძე: "საქართველოსთან შეხვედრა უზბეკეთის ნაკრებს უფრო წაადგება"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
Sports.uz: „მალე საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. უყურებთ ამ მატჩს სტადიონზე? ზოგადად, რას იტყვით თამაშის წინ? – ამ თამაშის ყურება არა სტადიონზე, არამედ სახლში, ტელევიზორთან მინდა. ვფიქრობ, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი საინტერესო იქნება.როგორ აფასებთ საქართველო ნაკრებში არსებულ მდგომარეობას, უზბეკეთზე ძლიერია?
– ჩემი აზრით, ორივე გუნდი თანაბარია. მიზეზი, რის გამოც ვერ ვამბობ, რომ ჩვენი გუნდი უზბეკეთზე ძლიერია, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები სტაბილურად ვერ თამაშობს.საქართველოში უზბეკეთის ნაკრებზე თუ გეკითხებიან?
– აქამდე არავის უკითხავს, რადგან მთელი ყურადღება შვედეთთან მომავალ მატჩზეა გადატანილი.საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას თუ გთავაზობდნენ?
– რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გაძღოლა შემომთავზეს. თუმცა, შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. რატომ? – ეს არ მინდა ავხსნა.ამ დაპირისპირებით ვინ უფრო ისარგებლებს?
– ეს თამაში ერთნაირად სასარგებლოა ორივე გუნდისთვის, მაგრამ უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს მეტ სარგებელს მოუტანს, რადგან თქვენი გუნდის ხელმძღვანელობა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სრეჩკო კატანეცმა დაიწყო.შეგიძლია, გვითხრა შენს შესახებ უახლესი ამბები?
– ჩემთან თანამშრომლობით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ჯერ წინადადებებს ვსწავლობთ. დრო გვიჩვენებს, რა იქნება.ფეხბურთის გარეშე მოიწყინე?
– რა თქმა უნდა, მოწყენილი ვარ. საფეხბურთო ცხოვრების უმეტესი ნაწილი ხომ მოსაწყენად ეჩვენება ადამიანს, საყვარელი თამაშის გარეშე“.