შოთა არველაძე კარაგუმრუქის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდა. ქართველი სპეციალისტი თურქულ კლუბს "კარაგუმრუქს" ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა X-ის საშუალებით გაავრცელა.
ჩვენი კლუბი შოთა არველაძეს შეუთანხმდა. ის მთავარი მწვრთნელის პოზიციას დაიკავებს - წერს "კარაგუმრუქი"
თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში "კარაგუმრუქი" 17 ქულით, მე-11 პოზიციას იკავებს. ბოლო 5 შეხვედრაში კლუბმა 2 მარცხი, 1 ფრე და 2 გამარჯვება მოიპოვა.