საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩში დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.
ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა...
Posted by Shota Arveladze on Friday, November 13, 2020
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა. "ჯვაროსნებს" ჰოლანდიის, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებთან მოუწევდათ ბრძოლა. მატჩის ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე, გულშემატკივარს მატჩზე დასწრების უფლება არ მიეცა, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ სტადიონზე მთავრობის წევრები, ყოფილი ფეხბურთელები და სახელოვნებო წრის წარმომადგენლები უპრობლემოდ იმყოფებოდნენ.