"შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ" - ხავი გერმანიასთან მარცხის შემდეგ
ხავი გერმანიასთან 5:0 განადგურების შემდეგ, იმედგაცრუბელი და დამწუხრებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებს მეოთხედფინალის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მენტალიტეტი გააკრიტიკა და მათგან დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა. ამ მარცხით, "ნარინჯისფერები" ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და პირველობა გერმანიას დაუთმეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში გერმანელებმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა. "ბუნდესნაკრებმა" მეორე ტაიმში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და გამანადგურებელი ანგარიშიც დააფიქსირა. გერმანელთა მხრიდან, გოლები ფლორიან ვირცმა, დერი შერჰანტმა, ნიკო შლოტერბეკმა და ბრაიან გრუდამ გაიტანეს.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში ხავის აშკარა ბრაზი და იმედგაცრუება ეტყობოდა.
შოკირებული ვარ. არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მენტალიტეტის შეცვლა გვჭირდება. გერმანიას თამაშში ვერ ავყევით, რადგან ჩვენი სათამაშო ფილოსოფიისა და ღირებულებების ერთგულები არ ვიყავით. ამ მატჩის შემდეგ, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებსაც ბრძოლის ჟინი ექნებათ. - ხავი
ახლა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრები მარტში გასამართი მეოთხედფინალური მატჩისთვის მოემზადება, თუმცა იქამდე, გუნდს არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს. ხავიმ ნათლად მიანიშნა, რომ ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან კონკურენციისთვის, სერიოზული ცვლილებებია საჭირო.
🚨 XAVI 🇪🇸 après la défaite des Pays-Bas face à l’Allemagne👇 :
— Actu Foot (@ActuFoot_) November 17, 2026
« JE SUIS DÉÇU PAR L’ÉQUIPE, PAR TOUT LE MONDE. (…) 😔
Je n’imaginais pas ça, parce qu’on jouait tellement bien. J’étais tellement fier de l’équipe.
Aujourd’hui, c’est l’inverse qui s’est produit. ON NE PEUT PAS… pic.twitter.com/i46wDMxSP0