Belive

შირერი: ,,კეინი სიტიში რომ თამაშობდეს, იმდენივე გოლს გაიტანდა, რამდენსაც ჰოლანდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,ნიუკასლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა, ერთმანეთს ჰარი კეინი და ერლინგ ჰოლანდი შეადარა.

,,ჰოლანდი ძალიან კარგია. პრემიერლიგაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და უკვე 15 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი ჰეთ-თრიკია. მას ლიგის 13 გუნდზე მეტი აქვს გატანილი - ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ჩელსიზეც''. დაამატეთ ჩემპიონთა ლიგის კიდევ 5 გოლი და დამეთანხმებით, რომ მისი კარიერა ,,სიტიში'' ძალიან კარგად დაიწყო.

გვარდიოლას თავისი მიზნისთვის გასულ სეზონში რომ მიეღწია, ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო. ,,სიტის'' მაშინ ჰარი კეინ რომ გაეფორმებინა, ჰოლანდი წარმოუდგენელ ბომბარდირულ თვისებებს სხვაგან გამოავლენდა. კეინი კი ასეთ ,,მანჩესტერ სიტიში'' იმდენივე გოლს გაიტანდა, რამდენიც ჰოლანდმა გაიტანა.

ეს ნებისმიერი თავდამსხმელისთვის საოცნებო კლუბია. თუ ერლინგს ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, 40-ზე მეტ გოლს გაიტანს. თუმცა, კეინის სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ იგივეს გამეორება მასაც შეუძლია,'' - შირერის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ნორვეგიელს გოლი ზედიზედ 10 მატჩში აქვს გატანილი. რაც შეეხება კეინს, 29 წლის ფეხბურთელმა ,,ტოტენჰემის'' შემადგენლობაში ჩატარებულ 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა

სხვა სტატიები