Belive

შევჩენკო: "ინგლისის ნაკრები ვერ შეგვაშინებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის მოყვარულების ყურადღების ეპიცენტრი კვლავ ევრო 2020-ია, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. საყურადღებოა, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საპლეიოფო დაპირისპირებები რიგ შემთხვევებში მოულოდნელი შედეგით დასრულდა, რაც ტურნირს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. 1/8-ფინალური ეტაპის უკანასკნელ დაპირისპირებაში უკრაინელებმა შვედეთის ეროვნული ნაკრების დამარცხება, მეორე დამატებული ტაიმის კომპენსირებულ დროში შეძლეს. ცხადია, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა უკრაინელთა თავკაცს, ანდრეი შევჩეკნოს მომავალ მეტოქეზე გაუმახვილეს ყურადღება და მოლოდინების შესახებ ჰკითხეს.
"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ინგლისის ნაკრები ვერ შეგვაშინებს" "ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელების ყველა შეხვედრა ვიხილე და გავაანალიზე, თუმცა გერმანიასთან მატჩი არ მინახავს, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჩვენი შეხვედრისათვის ვემზადებოდით"  "მათ საკმაოდ კარგ შემადგენლობასთან ერთად, მძიმე და ძლიერი სათადარიგო ფეხბურთელები ჰყავთ, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ ჩვენს დაპირისპირებაში ისინი ფავორიტებად არიან მიჩნეულნი, თუმცა ეს ფეხბურთია და სწორედ ასეთი ფაქტორები იძლევა მოგებისათვის აუცილებელ უმთავრეს მოტივაციასა და სტიმულს"  "ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ", - განაცხადა შევჩენკომ.
უკრაინისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები