"შეწყვიტეთ მოთამაშეების ყიდვა!" - ჯეიმი კარაგერი
რამდენიმე საათის წინ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ "ჩელსიმ" კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. ლონდონელებმა ჟოაუ ფელიში გადმოიბირეს. პორტუგალიელი თავდამსხმელი "არისტოკრატების" რიგებში 37-ე აქტიური მოთამაშეა.
"ლივერპულის" ლეგენდამ და ახლა უკვე საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა "ჩელსი" გააკრიტიკა. ინგლისელის თქმით, ტოდ ბოელიმ ფეხბურთელების ყიდვა უნდა შეწყვიტოს.
"ჩელსიმ" უბრალოდ უნდა შეწყვიტოს მოთამაშეების ყიდვა და თავად ფეხბურთელებიც აღარ უნდა გადავიდნენ "ჩელსიში". არც კი ვიცი ფეხბურთელი რომ ვიყო, რატომ უნდა მომეწერა "ჩელსისთან" კონტრაქტზე ხელი. ერთადერთი რატომაც დავთანხმდებოდი ფულია. შენი აგენტი მოვა და გეტყვის: "ჩვენ ვიღებთ შვიდწლიან ხელშეკრულებას. ეს არის გარანტირებული ფული შვიდი წლის განმავლობაში". აი რას ვურჩევ მოთამაშეებს: გააფორმეთ ოთხწლიანი კონტრაქტი შესაბამის კლუბში, კარგად ითამაშეთ და როცა განახლების დრო მოვა, თქვენი ანაზღაურება თავისით გაიზრდება. არ მესმის ფეხბურთელები 7-წლიან კონტრაქტს რატომ აწერენ ხელს. - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა
ლეგენდარულმა ინგლისელმა ჟოაუ ფელიშის ტრანსფერიც განიხილა. ბუნებრივია, რომ ჯეიმი პორტუგალიელის ლონდონში გადაბარგებას სკეპტიკურად უყურებს.
მათ ჟოაუ ფელიში იყიდეს და მითხარით სად უნდა ითამაშოს. გასულ კვირას ნეტუ დაიმატეს. რისთვის სჭირდებოდათ, პალმერი ხომ უკვე ჰყავთ? სად უნდა ათამაშონ ენცო - 100 მილიონ ფუნტიანი მოთამაშე? სად უნდა ათამაშონ ნკუნკუ? დიდ საფეხბურთო გუნდებს კონკურენცია სჭირდებათ. გუნდში, რომელშიც მე ვთამაშობდი, შვიდი ან რვა მოთამაშე იყო რომლებმაც იცოდნენ, რომ აუცილებლად ითამაშებდნენ. ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა 6 ან 7 ფეხბურთელს უწევდა, ისიც სამ პოზიციაზე. აი ასე გამოიყურება ჯანსაღი გუნდი. სრული სერიოზულობით გეკითხებით, სად უნდა ითამაშოს ჟოაუ ფელიშმა? - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა
Jamie Carragher talking about Chelsea's transfers in the summer on MNF:
— Kyama (@ElijahKyama_) August 19, 2024
"Chelsea have just got to stop buying players, and players have got to stop signing for Chelsea." pic.twitter.com/R66QqgnmtS
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ჩელსი" "სიტის" წინააღმდეგ დამარცხდა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ შეხვედრაში ლონდონელებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. მარესკას ბიჭებს შემდეგი მატჩი "ვულვერჰემპოტნის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 25 აგვისტოს, 17:00 საათზე არის ჩანიშნული.