Belive

AS მიქაუტაძეზე | "როდესაც ქართველი მოედანზეა, მუდმივად განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის გადადებული, მე-16 ტურის შეხვედრაში, ვილიარეალმა ლევანტე სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ჟორჟმა ესპანეთის ჩემპიონატში თავის გამოჩენა ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7,8 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 10-დან 6 დუელი მოიგო და 22-დან 17 ზუსტი გადაცემა (77%) გააკეთა.

მიქაუტაძის კარგ პერიოდსა და თამაშს არ ჩაუვლია ისე, რომ ესპანურ მედიაში მასზე არ დაეწერათ - ძალიან ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "Diario AS"-მა, ქართველი ფორვარდის პროგრესზე არ დაეწერა.

"უკვე მერვე გოლი გაიტანა და ყოველ ჯერზე, როცა მეტოქის საჯარიმოში შედიოდა, საფრთხეს ქმნიდა. მას მეორე გოლიც უნდა გაეტანა, თუმცა მოწინააღმდეგემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და ხელი შეუშალა ანგარიშის გაზრდაში.

გიორგი მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშში განსხვავებასა და უპირატესობას ქმნის, რითაც მისი გუნდისთვის წარმატება მოაქვს.

მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს და თავის სათქმელს, აუცილებლად იტყვის..." - ვკითხულობთ Diario AS-ზე.

ვილიარეალი, რომელიც 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 22 თებერვალს, ვალენსიას წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები